151
დიმიტრი საყვარელიძეს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
1999-2003წწ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი.
2003-2006წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.
შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, რომ ბატონ დიმიტრის მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს, იგი ეკონომიკის სამსახურს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, შიდა აუდიტის სამსახურს, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს, ზედამხედველობის სამსახურს, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურს და მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილებას გაუწევს კურირებას.