24 მარტს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალი ექიმების გუნდი ონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა

by magda

24.03.2022წ.

24 მარტს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალი ექიმების გუნდი ონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა!
მედიკოსებმა, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის ონის საავადმყოფოში, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს,
შემდეგი მიმართულებით:
უროლოგია;
მოზრდილთა ნევროლოგია;
გინეკოლოგია;
ენდოკრინოლოგია;
პედიატრია;
ბავშვთა ნევროლოგია;
ასევე ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ, ესარგებლად ელექტროკარდიოგრამის,ულტრასონოგრაფიის (ექოსკოპია) და საჭირო ლაბორატორიული კვლევებით.
ჯამში; 200-ზე მეტ პაციენტს გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მადლობა გადაუხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალ ექიმებს, გულისხმიერი და კეთილი საქმისთვის

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content