შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა
24 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლზე,რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს საბიუჯეტო თანხების ათვისება.
შეხვედრას ესწრებოდა შპს ” მოედანი 2009″ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.