23 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ პირამიდა“, შპს “ ურიში“, შპს „კ და გ“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ ავთანდილ ჩიკვილაძესთან

by magda

23.08.2019წ.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ პირამიდა“, შპს “ ურიში“, შპს „კ და გ“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ ავთანდილ ჩიკვილაძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, სოფელ კვაშხიეთში სოფლის შიდა გზის რეაბილიტაციის, ქალაქ ონში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობის საკითხები. 🔸ისაუბრეს სოფლებში( ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი ნიგვზნარა) ახალი ამბულატორიების მშენებლობის ,სოფ. ღარში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content