22 აგვისტოს საქართველოს სამთავრობო, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პიპილეთი, ქვედრულა და ირის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ

by magda

22.08.2019წ.

22 აგვისტოს საქართველოს სამთავრობო, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პიპილეთი, ქვედრულა და ირის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, სამინისტროს საბიუჯეტო სამმარველოს უფროსი დიმიტრი ქებაძე, სახელმწიფოს რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე წარმართავდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და მოსახლეობასთან ერთად სამომავლო პრიორიტეტები დასახეს.
შეხვედრებზე მოსახლეობამ აღნიშნა,რომ მრავალი წლების შემდეგ მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი სასიკეთო პროექტი განხორციელდა და ასევე სამომავლოდ სხვადასხვა საჭიროებებიც დაასახელა .
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს,რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რეგიონიდან და კერძოდ ონის მუნიციპალიტეტიდან მიგრაცია შეწყდეს. ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდეს მშობლიურ ფუძეს, ცხოვრება ეფექტური და საინტერესო გახდეს.
მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად პრობლემად მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი დასახელდა.
მოსახლეობასთან შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content