01.04.2026წ.
2026 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ონის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 648 000 ლარი, წილობრივი თანადაფინანსება შეადგენს 150 000 ლარს, ამ პროგრამის ფარგლებში სულ განისაზღვრა 798 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე.
შეგიძლიათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წარმოადგინოთ შესარჩევი საპროექტო წინადადებები ელექტრონული განაცხადის სახით, 31 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: onismeria@gmail.com.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – გია ბენდიანიშვილი ტელ: 591 01 03 71;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი – თინათინ ბროლაშვილი ტელ: 591010376;
მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი – მირანდა მეტრეველი ტელ; 595 11 51 35.