2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნინების ფარგლებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტოხელა მშობლებზე, მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახებზედახმარება გაიცემა

11.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნინების ფარგლებში დამტკიცებული პროგრამა/ქვეპროგრამით „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე/ ოჯახებზე “ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტოხელა მშობლებზე, მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახებზე, (თითოეულ ოჯახზე) გაიცემა 200 ლარი;
მარტოხელა მშობლების დახმარება
მარტოხელა მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე გაიცემა 200 ლარი;
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება მერის სახელზე;
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
შვილის/შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება
ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა
მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგნაირად:
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე 200 ლარი;
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
საბანკო ანგარიში.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა