2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში ორი სპორტული მინი სტადიონის მშენებლობა იგეგმება

16.01.2025წ.

2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში ორი სპორტული მინი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
სოფელ ნაკიეთსა და ჭიორაში სპორტული მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
პროექტები ფინანსდება, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან. თითოეულის სატენდერო ღირებულება შეადგენს 160.000 ლარს.
სოფელ ჭიორასა და ნაკიეთში სპორტული მინი სტადიონების დასრულება ივნისის ბოლოს იგეგმება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა (30მ*15მ)= 450 მ.კვ სტადიონი, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის მოყვარულთათვის.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა