2023 წლის 28 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს-ონის მუნიციპალიტეტისთვის სათემო ავტობუსის შეძენას

by magda

29.11.2023წ.

2023 წლის 28 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს-ონის მუნიციპალიტეტისთვის სათემო ავტობუსის შეძენას.
პროექტის ხელმოწერის ცერემონიას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ესწრებოდნენ.
პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და განათლება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content