2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

by magda

05.07.2023წ.

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.
აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 5 სტუდენტზე სტიპენდიის გაცემას (პირველი საფეხურის ოთხი სტუდენტი და მეორე საფეხურის ერთი სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასები, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე საფეხურზე მიღებული აქვთ დადებითი საშუალო შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.
კონკურსში გამარჯვებულ პირებზე 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2023 წლის სექტემბრისა და ერთობლივად მოიცავს 4 თვეს.
სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტთა ნუსხა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სკოლიდან ცნობა, რომ ბოლო სამი წელი (X, XI, XII კლასები) სწავლობდა ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
თუ განმცხადებელი ბაკალავრია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ;
თუ განმცხადებელი მაგისტრანტია – ინფორმაცია მაგისტრატურის 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ;
საბანკო რეკვიზიტები.
მერია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიების მისაღებად, განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
დოკუმენტების მიღება – პირველი ეტაპი;
დოკუმენტების განხილვა – მეორე ეტაპი.
დოკუმენტების მიღებას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება (მისამართი: ქ. ონი დ. აღმაშენებლის ქუჩა N40)
რეგისტრირებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.
სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას და შეჰყავს ინფორმაცია კონკურსანტთა რეესტრში.
არასრული დოკუმენტაციის/მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური აცნობებს კონკურსანტს აღნიშნულის შესახებ, განცხადებაში მითითებული საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით და აძლევს 5 სამუშაო დღეს, ხარვეზის გამოსასწორებლად.
თუ კონკურსანტი არ გამოასწორებს ხარვეზს, სამსახური არ განიხილავს კონკურსანტის განაცხადს.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია!
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილი – ტელ: 555 359 229
გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content