2020 წელს, ონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

by magda

25.08.2021წ.

,,გარდამტეხი პროგრესია ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან მიმართებაში, ხელოვნური ნაგებობები ფაქტობრივად დასრულებულია, მოეწყო ბეტონის კუბები, მიმდინარეობს ბოლო საბურღი და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები სრულდება. წელს გვიან გაზაფხულზე კვლავ იყო სტიქია, არა იმ მასშტაბის, როგორიც შარშან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას წინ აღუდგა დასრულებული ხელოვნური ნაგებობები და შეიძლება ითქვას, რომ პირველ გამოცდას უკვე იქვე გაუძლო. გრძელდება სამუშაოები, ვაკვირდებით სტაბილიზაციის კუთხით და როგორც კი საშუალება გვექნება მოხდება საფარის მოწყობა“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
რაჭაში სტიქია 2020 წლის ივლისში მოხდა, რომელმაც ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელსვე ჩატარდა, რათა უზრუნველყოფილიყო ავტოტრანსპორტის განვლადობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალურ აღდგენაზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს
ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის თქმით, 2020 წლის 28-29 ივლისს ონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თითქმის დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების მონტაჟი, მიმდინარეობს მიწაყრილების მოწყობა
რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 35.5 მლნ. ლარია

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content