20-21 ოქტომბერს სოფ. ბოშურში, გორის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა „თვითმმართველობის აკადემიის: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში“ მეორე სატრენინგო სესია ცვლილებების მენეჯმენტთან დაკავშირებით.

by magda

25.10.2023

 აკადემიის მეორე სესიას ესწრებოდნენ პოლონელი პარტნიორები. ტრენინგი ჩაატარა მალგოჟატა პელჩარმა, ქართველი ექსპერტების – მაკა პეტრიაშვილისა და ეკატერინე გოგელაშვილის დახმარებით.
ტრენინგს დაესწრნენ მონაწილე მუნიციპალიტეტების : ონის, ამბროლაურის, დუშეთის და ბოლნისის ხელმძღვანელი პირები.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა (სათეფა) და მიროშევსკის ცენტრთან თანამშრომლობით. სასწავლო გეგმა კი შემუშავებულია პოლონეთის ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) მიერ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content