20 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ ურიში“, შპს „კ და გ“, შპს ‘ ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან

by magda

20.09.2019წ.

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ ურიში“, შპს „კ და გ“, შპს ‘ ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან,
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების,ქალაქ ონში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობის საკითხები, სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგავზები) ახალი ამბულატორიების მშენებლობის სამუშაოების შესრულების საკითხi, ისაუბრეს ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემების ( 2 უბანი) მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content