ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესრულების საკითხი.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას და მონიტორინგს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ სოფლის რწმუნებულთან და დეპუტატთან ერთად .
სამუშაო შეხვედრაზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის წარმომადგენლებს მოუწოდა მოსახლეობასთან ერთად იზრუნონ სოფლის გარეგნულ იერსახეზე, მოაწყონ დასუფავების აქციები , გააუქმონ სოფლებში არსებული ქაოტური ნაგავსაყრელები.
პროექტების განხორციელების პარალელურად, იგი შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად, პირადად მიადევნებს თვალყურს დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესს.