19 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

by magda

19.09.2019წ.

19 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროგრამის, „ ინტერნეტი განვითარებისთვის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ ონში ( მაღალმთიან დასახლებებში) მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, საშუალება აქვთ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და მიიღონ ინტერნეტ ვაუჩერები.
შეხვედრაზე მოსულ ყველა ოჯახს, რომელიც ცხოვრობს აღნიშნულ დასახლებებში, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, გადაეცემა ელექტრონული ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ უფასოდ ჩაერთონ ინტერნეტში (გადაიხადონ პირველადი ინსტალაციის საფასური) და ისარგებლონ სპეციალური შეღავათებით 1 წლის განმავლობაში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content