19.08.2019წ.
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “დიოკინისი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ პირამიდა“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ მ.ლობჯანიძე და ი/მ თ.სხიერელთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფ. ღარში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ,სოფ.ხირხონისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მშენებვლობის, სოფლებში ღები, ჟაშქვასა და ცხმორში გზის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების საკითხზე.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადების კონტროლზე.