18 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

18.11.2019წ.

18 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ , განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ქალაქში სასმელი წყლით მომარაგების საკითხის მოწესრიგება, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მიმდინარე კვირას შესასრულებელი კონკრეტული დავალებები გასცა, აღნიშნულ საკითხებზე მონიტორინგი შესაბამის სამსახურებს დაევალათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა