ონის მუნიციპალიტეტში ღია დიალოგის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დამთავრდა

19.11.2019წ.

ონის მუნიციპალიტეტში ღია დიალოგის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დამთავრდა. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში მოსახლეობის საჭიროებებს და მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ და მათი გადაწყვეტის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთავარ საჭიროებად წყალსადენების მოწესრიგება, გარე განათების წერტილელბის დამატება და სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასახელდა.
მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების დაწყებამდე, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას უკავშირდება, მუნიციპალიტეტმა შეიძინა წყალმომარაგების სისტემისთვის საჭირო მილები, რომლის საშვალებითაც შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება წყალმომარაგების პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა