17 და 27 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორას, ღარისა და გლოლას მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

by magda

შეხვედრა სოფელ ჭიორას საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელებთან, ლევან არჩვაძესა და
ემზარ გიორგაშვილთან აქტიური თანამშრომლობით შედგა

17 და 27 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორას, ღარისა და გლოლას მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრა სოფელ ჭიორას საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელებთან, ლევან არჩვაძესა და
ემზარ გიორგაშვილთან აქტიური თანამშრომლობით შედგა.
სოფელ გლოლაში შეხვედრას – პროექტი ,,მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“
მონაწილე ლელა ზაქარაია, ხოლო, სოფელ ღარში მოსახლეობასთან ერთად
ადგილობრივი სათემო ჯგუფის ,,ქალები უკეთესი მომავლისათვის“ და
,,ციცინათელას“ წევრები ესწრებოდნენ.
საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა
და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან
მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას,ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები
ევროინტეგრაციის საკითხებზე და ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის პირად გამოცდილებაზე.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.
შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content