ახალგაზრდების 13 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ლატვიიდან.
16-17 მარტს, რიგაში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით ვ. ფრეიდენფელდსის საერთაშორისო თასის გათამაშება გაიმართა სადაც საქართველო თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებულები გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), მირიან მაისურაძე (86 კგ), დავით ქოჩქიანი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონობა გიორგი ნიშნიანიძემ (57 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი არღვლიანმა (92 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძემ (97 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), რამაზ თურმანიძე (61 კგ), ოთარ ბაგაური (65 კგ) და გივი გოგობერიშვილი (97 კგ) დაეუფლნენ.
საერთო გუდნურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა პირველობა არავის დაუთმო, საქართველოს ნაკრებს გელა საღირაშვილი და დავით ხურცია ხელმძღვანელობდნენ.