50
მსურველები სოფელ წედისში მცხოვრები წყვილები იყვნენ
16 მაისს ონის მუნიციპალიტეტის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. მსურველები სოფელ წედისში მცხოვრები წყვილები იყვნენ.
საყოველთაო ჯვრისწერები სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის ლოცვა- კურთხევით და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. ჯვარდაწერილ წყვილებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საყოველთაო ჯვრისწერები მომავალშიც გაიმართება.