43
16.08.2019 წ
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ურიში”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ იერის“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ , ასევე სოფელ ნიგვზნარაში სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობის და წყლსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხზე.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადების კონტროლზე.