15 -16 ივლისს, ქალაქ ონში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

04.07.2025წ.

15 -16 ივლისს, ქალაქ ონში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
რაჭველ მოჭიდავეს სპორტის ამ სახეობაში უამრავი წოდება და ტიტული აქვს! სეულის 1988 წლის თამაშების ჩემპიონი და ბარსელონის 1992 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს 2-გზის და ევროპის ჩემპიონი.
ასევე არის კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი. საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
ტურნირი ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო