ქალაქ ონში, სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება

04.07.2025წ.

ქალაქ ონში, სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმნტაციის ავტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრეზენტაციას მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სავანეთის რწმუნებულის მოადგილე – ალუდა თუთისანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პროექტის ავტორმა მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაზე დეტალურად ისაუბრა, რაც მოიცავს კორპუსების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაციას.
ხელმძღვანელი პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და მცირედი შენიშვნები რაც გათვალისწინებული იქნება საბოლოო ვარიანტში.
საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება 23 400 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის ღირებულება 3,5 მილიონს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა