15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი 2025- 2026 სასწავლო წელი დაიწყო.

by magda

15.09.2025წ.

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი 2025- 2026 სასწავლო წელი დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჯარო სკოლის დირექტორმა მიულოცა, რომელმაც განვლილი პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა.
ლევან შერაზადიშვილმა საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული სასწავლო წელი უსურვა როგორც მოსწავლეებს ასევე პედაგოგებს და მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი გააგრძელებს განათლების სფეროს მხარდაჭერას, რომ თითოეულ მოზარდს ქონდეს ღირსეული პირობები სწავლისა და განვითარებისთვის.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსგან ყველა პირველკლასელს სასწავლო სახელმძღვანელო და პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content