10
15.09.2023წ.
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი 2023 სასწავლო წელი დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჯარო სკოლის დირექტორმა მიულოცა, რომელმაც განვლილი პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული გიგი გუტაშვილის ხსოვნას.
მისასალმებელი სიტყვით მუნიციპალიტეტის მერმა ყველა პირველკლასელს, მოსწავლეს, პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალ სასწავლო წელს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 556 მოსწავლე ისწავლის.
ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 47 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ყველა პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა.
სადღესასწაულოდ მორთულ სკოლის ეზოში, წლის პირველი ზარი დაირეკა და სასწავლო პროცესიც განახლდა.