15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

by magda

15.10.2020წ.

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა. სოფელ გლოლაშიც აღინიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი.
ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის და საზოგადო მოღვაწის ანა ერისთავის ინიციატივით და ეკოკლუბ შოვის თანადგომით, მოეწყო სოფელში მცხოვრებ ქალბატონებთან შეხვედრა. შეხვედრაზე სტუმრად იყო მოწვეული ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ გოგოლაძე, რომელმაც ჩვენს სოფელს საჩუქრად გადასცა ევროკავშირის დროშა, ასევე ფონდ „ტასო“ს სათემო მუშაკი მერი ბარდაველიძე.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურ პრობლემებზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე. ქალების როლზე სოფლის განვითარებაში.
ქალბატონმა ანა ერისთავმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თავისი შემოქმედებიდან ლექსი და ისაუბრა ქალებზე პოეზიასა და ისტორიაში, ხოლო ქალბატონმა თამარ გოგოლაძემ ქალებს გააცნო ევროკავშირისა და ნატოს როლი სოფელში მცხოვრები ქალების ცხოვრებასა და პიროვნულ განვითარებაში, ასევე ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე.
თვითონ ქალბატონებმა, რომლებიც უდავოდ წარმატებულნი არიან თავის პროფესიულ კარიერაში, ისაუბრეს მათი წარმატების ისტორიაზე, ხოლო მათ ქალბატონმა ანა ერისთავმა მისივე ინიციატივით საჩუქრები გადასცა. ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს სოფელში მცოვრების ქალების გააქტიურებასა და მაღალ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც წინაპირობაა სოფლის განვითარებისა. მადლობა ქალბატონ ანას ასეთი შესანიშნავი ინიციატივისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content