15.01.2020წ.
მიმდინარე წლის 15 იანვარს პროექტის “GRETA” ( რომელის ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის-შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით) სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ “GRETA”-ს პრეზენტაციას მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში. განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა -განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.