15 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

by magda

15.01.2020წ.

მიმდინარე წლის 15 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს და მიმდინარე საკითხებს.
ემზარ საბანაძის განცხადებით მთავრობის მიერ აღნიშნულ პროგრამაში შეტანილი ცვლილებები ემსახურება სოფლის საბაზისო საჭიროებების მოგვარებას, რაც მუნიციპალიტეტს დაეხმარება ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული პრიორიტეტული პროექტებთან ერთად სასურველ შედეგზე გავიდეს,მისივე თქმით სოფლის მხარდაჭერის პროეგრამის წარმატებით განსახორციელებლად მერის წარმომადგენლები და დეპუტატები გაორმაგებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს,მათ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაში აქვთ სოფლის მოსახლეობასთან და ყველაზე უკეთ იციან სოფლების საჭიროებები.
მერის პირველი მოადგილის განცხადებით,თითოეულმა წარმომადგენელმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს მოსახლეობას თავიანთ თემებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია,რათა მათ არ ჰქონდეთ უყურადღებობის განცდა და იხილონ მათ მიერ დაყენებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად გადადგმული ქმედითი ნაბიჯები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content