ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

02.12.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, შეხვედრა გამართა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ – ბექა ოშხერელთან და გენერალურ მდივან – ენრიკო ჩიტალაძესთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის სფეროში არსებულ პრობლემური საკითხებსა და გამოწვევებს.
ბექა ოშხერელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, მიზნები და პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ონში იგეგმება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლება, მინი ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მომავალში საქართველოს ფუტსალის ლიგაში იასპარეზებს. ეს კი თავის მხრივ სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content