ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

03.11.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მერიის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან და კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ პიპილეთში იმყოფებოდა.
სერგო ხიდეშელი გაეცნო პიპილეთი – ჟაშქვას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს, რაც ითვალისწინებს ბეტონის საფარისა და დამჭერი კედლების მოწყობას.
შემსრულებელი -შპს „რაჭა 2005“
ღირებულება – 366643 ლარი.
დაფინანსების წყარო – 95% სახელმწიფო 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა