25
08.08.2022წ.
8 აგვისტო უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. 14 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის – გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას