14 აგვისტოს, ონის მუნიციპალლიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან დიმიტრი საყვარელიძე და ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

14.08.2019

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ონის მუნიციპალლიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან დიმიტრი საყვარელიძე და ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
მერმა მადლობა გადაუხადა წარმომადგენლებს და დეპუტატებს სახალხო დღესასწაულში „ ონელობა 2019“ მონაწილეობის მიღებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ღირსეული ჩართულობისთვის.
მერმა ემზარ საბანაძემ წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .
მერის მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მომდევნო 2020 წლის პრიორიტულ საკითხებად ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის შიდა გზების და წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა დადგება.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე, მათ შორის საშეშე მერქანის მოსაპოვებლად ტყეკაფამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების საკითხზე.
წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რათა მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content