21.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
21 აპრილს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, მოადგილესთან, ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად, გაფართოებული შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.
განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, აღდგომის დღესასწაულისთვის სოფლებში სასაფლაომდე მისასვლელი გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის შესახებ.
გიორგი მახათაძის განცხადებით, მერის წარმომადგენლებმა სისტემატურად უნდა იქონიონ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მერის წარმომადგენლების და დეპუტატების ჩართულობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე მოვლენების და სიახლის შესახებ, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა