ონის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა პროექტის კოორდინატორი, თემურ კაკრიაშვილი

22.04.2021წ.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“-ის პროეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნას საქართველოს 63 მუნიციპალტეტში, ონის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა პროექტის კოორდინატორი, თემურ კაკრიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკოსი: ზაზა ჭელიძე, მერის პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის ,სადაც პროექტის კოორდინატორმა მერის პირველ მოადგილეს და მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, ისაუბრა მერიის ჩართულობის როლზე პროექტში და გამოხატა სრული მხარდაჭერა სააგენტოს მხრიდან დანერგვის ეტაპის წარმატებით განხორციელებაში.
მერის პირველმა მოადგილემ , გიორგი მახათაძემ მერიის მხრიდანაც დაადასტურა სრული მზაობა და მხარდაჭერა პროექტის მიმართ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს