13 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ 2025 ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

09.09.2025წ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 13 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ 2025 ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.

პროექტს ახორციელებს მწერალთა სახლი და მისი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ავტორებისა და მკითხველების დაახლოება და ახალი თაობის მწერლების წარმოჩენა.

„ცოცხალი წიგნები” 2015 წელს დაარსდა და საიუბილეო წელს მკითხველს განახლებულ ფორმატში, ახალი ავტორებით ხვდება.

ონელ მსმენელს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ პროექტის მონაწილეები: ბესო ხვედელიძე, ქეთი ჯოლბორდი, ია სულაბერიძე, დავით კიკვაძე.
შეხვედრები ჩატარდება ინტერაქტიული ფორმატით: დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან კითხვები ავტორებს, იმსჯელონ ლიტერატურაზე და წაიკითხონ საკუთარი ტექსტები

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა