ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

17.03.2021წ.

მიმდინარე წლის 17 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათძემ, მერის მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმღვანელებთან,შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა.
გიორგი მახათაძემ მერის წარმოამადგენლებთან საუბარში აღნიშნა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობის და აღნიშნული პროგრამის განხორციელების პროცესში მერის წარმომადგენლების და საკრებულოს დეპუტატების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ყოფითი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მერის მოადგილის ეკა მაისურაძის განცხადებით უმნიშვნელოვანესია მერის წარმომადგენლბის ხშირი და უშუალო კომინიკაცია სოფლების მოსახლეობასთან მათი პრობლემების დროული იდენტიფიცირების და გადაჭრის საქმეში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content