2
02.03.2021წ.
დღეს რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან, მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან .
სამუშაო შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა რამდენიმე თვის წინ ონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე, რომელიც დღემდე ინტენსიურად ხორციელდება, ასევე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
‘შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს და რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს ონის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის და მხარდაჭერისთვის.