12.09.2019წ.
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოდგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
1. ზუდალი – ზვარეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი – ი/მ დ. გოშაძე.
ღირებულება 10 000ლ.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
2. სოფელ კვაშხიეთში ( კუნეთისუბანი) მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი – ი/მ ავთანდილ ჩიკვილაძე.
ღირებულება 12614ლ.
დაფინანსების წყარო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
3. სოფელ ზუდალში სპორტულ სტადიონთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი – ი/მ დავით სტაჟაძე.
ღირებულება 4953,96ლ.
დაფინანსების წყარო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
4. ბარი- მრავალძლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი – შპს სამშენებლო სამონტაჟო სამმართველო სევერო- ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში.
ღირებულება – 1 564 138,65ლ.
დაფინანსების წყარო – 95%- სახელმწიფო ბიუჯეტი და 5% ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადების კონტროლზე.