ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

30.11.2020წ.

30 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში გავრცელებული covid-19 დან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას , გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტების დაგეგმვას უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით. COVID 19-ის პრევენციის პარალელურად და სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით , მერიის სამსახურების შეუფერხებლად მუშაობას.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს საახალწლო სამზადისის დროულად დაწყების საკითხი ,თუმცა აღინიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე საჭიროა დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნა და ხარჯების დაზოგვა.
ასევე ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევაზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობასა და სხვა აქტუალური თემებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content