დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან, თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა

by magda

12.06.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა , ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. ზოგიერთ მონაკვეთზე მეწარმეებს მიეცათ შენიშვნა ხარისხის გამოსასწორებლად.
1. სოფელ ფსორში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ ფარნაოზ კიკვიძე
ჯამური ღირებულება – 10000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
2. სოფელ ხირხონისში – ( ასევე ქორთასა და ქრისტესში) სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
შემსრულებელი – ი/მ ტარიელ ჩიხრაძე
ჯამური ღირებულება – 17956.05 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100 % სახელმწიფო
3. სოფელ გომში – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ გიორგი მეტრეველი
ჯამური ღირებულება – 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
4. სოფელ ლაგვანთაში – მდინარე საკაურაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, კალაპოტის ფორმირება
შემსრულებელი – შპს „ რაჭა – 2005“
ჯამური ღირებულება – 74462, 89 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content