11 სექტემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

11.09.2019წ.

11 სექტემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ . თათთბირზე მოხდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება; მერის განცხადებით,სამომავლოდ ,აღნიშნული პროექტის განხორციელებისას დაიგეგმება უფრო მოქნილი და მკაცრად გაწერილი გრაფიკი,რათა მუნიციპალიტეტიმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს : თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, წყალმომარაგების პრობლემას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სოციალურ თემატიკას.
ემზარ საბანაძის განცხადებით ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიამალურად იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებზე.
მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 14 სექტემბერს ქალაქ ონში დაგეგმილი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციის შესახებ.
თათბირს ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი გიორგი დარახველიძე, რომელმაც წარმომადგენლების მიერ სატყეო სექტორთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცა პასუხი, ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერუჩაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალი პროექტების და ზოგადად სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
თათბირს ესწრებოდა შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content