ემზარ საბანაძე მოადგილეებთან ერთად საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა

by magda

18.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოადგილეებთან ერთად საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა, მერმა ავტოსადგურების წარმომადგენლებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გააცნო და მგზავრთა გადაყვანის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციბის შესახებ ისაუბრა.

ემზარ საბანაძის განცხადებით, მგზავრთა გადაყვანა თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საყურადღებოა არსებულ ვითარებაში, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცუცლი ავტოტრანსპორტში დეზინფექციისა და ზოგადად სხვა ჰიგიენური ნორმები, როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების მხრიდან.

დაუშვებელი იქნება მგზავრობა პირბადეებისა (დროებით დეფიციტიდან გამომდინარე ოჯახის პირობებში დამზადებული) და ხელთათმანების გარეშე. შეზღუდვები დაწესდება მგზავრთა რაოდენობაზეც.

დეტალური ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო გვერდზე, ასევე განცხადებების საშუალებებით გავრცელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content