საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის განკარგულების შესაბამისად საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

by magda

13.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის განკარგულების შესაბამისად საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

მერმა მთავრობის განკარგულების მიხედვით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები განიხილა და მერიის სამუშაო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ ისაუბრა.

ემზარ საბანაძის განცხადებით, თითოეული ადამიანი მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით უნდა მოეკიდოს გაჟღერებულ რეკომენდაციებს, შესაბამისად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს.

“მსგავს სიტუაციებში კატეგორიულად მიუღებელია ისეთი დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქცევა განსაკუთრებით კი საჯარო მოხელისგან, რაც ზრდის დაავადების გავრცელების და გადატანის რისკს გარშემომყოფებში”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ამავე განკარგულების თანახმად მერია გადადის დისტანციური მუშაობის პრინციპზე, მაქსიმალურად იზღუდება მოქალაქეთა მიღება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მიიღონ მაქსიმალურად ამომწურავი სატელეფონო მომსახურება, ისარგებლონ ელექტრონული სისტემებით და დაიცვან გაჟღერებული რეკომენდაციები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content