ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

by magda

02.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე ესწრებოდა.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა სფეროში არსებულ პრობლემებზე: სახელფასო ანაზღაურებების შეფერხებებსა და ადმინისტრაციის პერსონალის, სანიტრებისა და სასწრაფო დახმარების მძღოლებისათვის მთის სტატუსის ფრაგლებში გათვალისწინებული შეღავათების ხელმიუწვდომლობაზე ისაუბრეს.

“სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა უდიდესია მოსახლეობის წინაშე, რაც ხშირ შემთხვევაში რთულ პირობებში მუშაობასაც გულისხმობს, მერია კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის მხარს დაუჭერს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content