0
01.06.2025წ.
დღეს, 1 ივნისს, დიდ ქართველ პედაგოგს , მწერალს, საზოგადო მოღვაწეს,, რაჭის კოლორიტს სიმონ სხირტლაძეს დაბადებიდან 113 წელი შეუსრულდა.
სიმონ სხირტლაძე ქართველი ხალხის საუკეთესო ტრადიციების ერთგულებით ზრდიდა ახალგაზრდობას. ეროვნული ხასიათის ყველა მადლი მის პიროვნებაში იყო თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად თბილისში არის სიმონ სხირტლაძის ქუჩა; ონის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით ატარებს სიმონ სხირტლაძის სახელს და ალბათ სიმბოლურია, რომ მისი ძეგლი, მისსავე მშობლიურ სოფელში – მრავალძალში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოშია