1 თებერვლიდან ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები საკლასო ოთახებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

by magda

01.02.2021წ.

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს სკოლების უმრავლესობა და მათ შორის ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები საკლასო ოთახებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. ასევე, განხორციელდა საჯარო სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაცია.
 სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, გაგრძელდება სკოლების ინტენსიური მონიტორინგი, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ სასწავლო წელს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content