3
23.01.2024
მიმდინარე წლის 23 იანვარს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,კულტურის,ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე სონია გუგეშაშვილი.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
3. ,,ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
4. ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის მარშუტების ინტენსივობისა და ტარიფების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 თებერვლის N4 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
6. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.