0
03.07.2026წ.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. გალა კონცერტი დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს
