ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, სოფელ — ფარახეთის, სევის და ზუდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

by newadmin newadmin

10/07/2026

საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის, ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის და პროგრამით სარგებლობის პირობებს, ასევე მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვა მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები კომპენტენციის ფარგლებში.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში კვლავ გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content